MIXHATSEO

White and Black Hat Seo Mix

Why Business Owners Rank Better Than SEOers and 5 Things You Can Learn From Them

with one comment

1 თვეზე ცოტა მეტია, რაც Google Panda Update-მა დიდი ცვლილებები შეიტანა SEO-ს სამყაროში. ჩვენ ვხედავთ სერვისის მიმწოდებლებსა და სააგენტოებს, რომლებიც ან ააქტიურებენ თავიანთ ბიზნესს, ან ალაგებენ ბარგს რათა გადავიდნენ სხვა სისტემაზე (მოშორდნენ გუგლს). როგორც წინა პოსტში ვახსენეთ, ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდები, რომლებიც Penguin Update-ის მიერ მიყენებულ ზარალს აანაზღაურებდა.

 

დროა ჩვენი საიტები ნამდვილ ბიზნესად ვაქციოთ :

ჩვენ შეგვიძლია მეტი ინფო მოგაწოდოთ დაპენალებული საიტების შესახებ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ განვიხილავთ საიტებს, რომლებიც Update-ების შემდეგ დაწინაურდნენ. რას აკეთებს წარმატებული ხალხი? რას არ აკეთებს ? მოდით გავიგოთ!

პასიური ინტერნეტ მარკეტინგის “საზღვრები”

მაშინ, როდესაც “ადვილი” იყო ქივორდის დომინირება სასურველ პოზიციაზე ლინკების მოპოვების საშუალებით, ინტერნეტ მარკეტერების ერთადერთი სურვილი იყო დაეკავებინათ საუკეთესო პოზიცია. თეორიაში ეს ლოგიკურია, მაგრამ ეს მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ელემენტებს, რომლებსაც შეუძლიათ Traffic-ისა და ბიზნესის ღირებულების გაზრდა.

უეჭველია, 2012 წელს შეიცვალა SEO ინსტრუქციები. დროა ვიმუშაოთ მეტი, გავხდეთ კრეატიულები და დავუბრუნდეთ უმნიშვნელოვანეს მეთოდებს. დროა ისევ აქტიურ მარკეტინგში ჩავერთოთ.

რეალური ბიზნესის კონცენტრირება გარდაქმნებზე

თუ შენ იწყებ ბიზნესს იმისთვის რომ დაიკავო ნორმალური პოზიცია საძიებო სისტემებში და გაიჩინო შემოსავალი, შენი ბიზნესი იქნება ისეთივე ძლიერი, როგორც კარტების სახლი. შექმენი ძლიერი “ბრენდი” და წარმატება თვითონ მოვა!

ზემოთ ხსენებული თეორიის დემონსტრაციისათვის შეხედეთ სურათს. თქვენ შეატყობთ რომ ჩვენი საიტის 13.43% საძიებო სისტემებიდან მოდის.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს რიცხვი Direct და Refferal ტრეფიკთან შედარებით ძალიან პატარაა. ეს იმის ინდიკატორია, რომ ჩვენ უბრალოდ არ “ვდომინირებთ საძიებო სისტემებში” (იგულისხმება,რომ საიტის მფლობელები არ ქმნიან ლინკებს და ა.შ). ჩვენ ბრენდს სხვები აზიარებენ. ჩვენ შევქმენით ბიზნესი და არა პასიური შემოსავლის წყარო დამყარებული Serp-ის პოზიციებზე.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზემოთ მოცემული სტატისტიკა არ ითვალისწინებს “Paid Search Marketing”-ს (იგულისხმება მარკეტინგისთვის დახარჯული თანხა). ჩვენ არ გვქონდა დრო, რადგან ვახდენდით იმის სკალირებას თუ “რა მუშაობს”.

მოდით ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ და გავაანალიზოთ ჩვენი ორგანული ტრეფიკი. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს როგორც “საბრენდო საკითხების”, ასევე ჩვენ მიერ არჩეული ქივორდების დომინირების სტატისტიკას. საინტერესოა, თუ შეხედავთ ქვემოთ მოცემულ პროცენტულ განაწილებას.

წითელი ზოლი – ტრეფიკი საბრენდო საკითხები/ქივორდებიდან
მწვანე ზოლი – ტრეფიკი მათ მიერ არჩეული ქივორდებიდან

ჩვენ ვიცით, თუ რა ტერმინებში გვინდა დომინირება. ეს ის ტერმინებია,რომლებსაც ხელსაყრელი/რელევანტური ტრეფიკი მოაქვს. ასევე ვიცით რომ ძლიერი ბრენდის შექმნა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ტრეფიკის 77% ს მივიღებდით ჩვენი ბრენდის (Microsite Masters) სახელიდან ვიდრე დომინირებით ქივორდზე “rank tracker”. მოდით მოვახდინოთ ფუკუსირება დამიზნებულ ქივორდებზე!

ჩვენს ბოლო პოსტში მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ შევძელით გაგვეუმჯობესებინა პოზიცია ერთ-ერთ ჩვენს მიერ არჩეულ ქივორდზე. ეს არ იყო ძალიან რთული და არ მოითხოვდა ლინკების მოპოვებას ან ანქორ ტექსტების ვარიაციას. ერთადერთი რაც ამან წაგვართვა, იყო დრო!

კარგი პოზიციის მოპოვება ქივორდზე “rank tracker” არის ჯილდო იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებდით “იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა”. თუ ამ ქივორდზე დავკარგავდით პოზიციას, მაინც გადავრჩებოდით! ჩვენ არ ვართ კონცენტრირებული Search ტრეფიკზე. ეს არის მთავარი რაც ინტერნეტ მარკეტერებმა უნდა ისწავლონ.

Ranking-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები მხოლოდ Search ტრეფიკზე. წარმატებული ხალხი აკეთებს მეტს და არ ეყრდნობა საძიებო სისტემებიდან მიღებულ ტრეფიკს.

ინტერნეტ მარკეტერები ქმნიან და შემდეგ თვითონვე ანადგურებენ თავიანთ ბიზნესს

ინტერნეტ მარკეტერების უმრავლესობა გაყიდვების სპეციალისტია და იცის თუ როგორი სერვისი უნდა მიაწოდოს მომხმარებელს, რათა მისი საიტი გაიქაჩოს მითითებულ ქივორდზე. Penguin Update-მდე ადვილი იყო საიტის გაქაჩვა მხოლოდ off-page ლინკების მოპოვების ტაქტიკით. ყველა გამარჯვებული ბრუნდებოდა სახლში!

გასული წლების მანძილზე ბევრი ბიზნესი აყვავდა “სეოშნიკებთან მუშაობით”, რომლებიც აქამდე ეფექტური მეთოდებით ახდენდნენ მათი საიტების დომინირებას.

ზოგიერთმა მფლობელმა მთლიანი ბიზნესი დაკარგა Penguin Update-ს შემდეგ. ზოგმა გაიუმჯობესა პოზიციები, ზოგს კი საერთოდ არ შეხებია ცვლილებები SERP-ში.

ზოგი მარკეტერი ადანაშაულებს “სეოშნიკებს” (იგულისხმება პირი, რომლის სერვისსაც ისინი იყენებდნენ) თავიანთი ბიზნესის დაღუპვაში, რადგან ერთ დროს მათ ეკისრებოდათ შემოსავლის მიღების პასუხისმგებლობა.

რას აკეთებენ ინტერნეტ მარკეტერები, რომ გადარჩნენ?

მეთოდი #1 : გაიგეთ რა სურთ რეალურ ვიზიტორებს

დაივიწყეთ ქივორდებზე აგებული ბიზნესის შესახებ. Penguin Update-მდე ბევრი მარკეტერი ასე აზროვნებდა. ისენი აგებდნენ ბიზნესს “შეძენილი შესაძლებლობებით”. შეიძლება ეს მუშაობდა ადრე, მაგრამ ახლა წარმატებული ხალხი ანალიზს აკეთებს, თუ როგორ მიაღწია რეალურმა ვიზიტორმა მის საიტამდე. გააკეთეთ ეს სხვა გზით, თუ თქვენ არ გაქვთ ერთგვარი Analytics Account, როგორიცაა თუნდაც Ubersuggest.org…

გუგლის Autocomplete ალგორითმი უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული რეალური ვიზიტორის ქცევის, დამოკიდებულებისა და ძებნის ტენდენციების დასადგენად.

მეთოდი #2 : ახალი პრომო არხების მოძიება

მასტიმულირებელი არხების მოპოვება დღეს განსხვავებულია, რადგან კონტენტის ხარისხსა და რელევანტურობას მეტი ყურადღება ეთმობა. ახლა გასწავლით ერთ–ერთ მეთოდს სოციალური რადიუსის გასაფართოებლად. ამას ეწოდება Reserve Image Search.

ნაბიჯი 1: იპოვეთ თქვენი ბრენდისთვის რელევანტური სურათი, რომელიც ფართოდ გამოიყენება. გამოიყენეთ გუგლის ძიება, რომ პროცესი ადვილი გახადოთ…

ნაბიჯი 2: შედით TinEye.com_ზე და ჩაწერეთ სურათის ლინკი, რომელიც ძიების დასაწყებად ამოირჩიეთ.

ნაბიჯი 3: TinEye-ს ინდექსი/მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება. მათი ტექნოლოგიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ საიდანაა ეს სურათი, არსებობს თუ არა სურათის უკეთესი/მაღალხარისხიანი ვარიანტები და ა.შ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ნებისმიერ მარკეტერეს შეიძლება დაეხმაროს და სასიამოვნო ფაქტი ის არის, რომ ეს ყველაფერი უფასოა!

თამაშის წესები შეიცვალა. განვითარდი ან მოკვდი!

მეთოდი #3 : Guest Blogging Vs. Blogger Outreach

სანამ ბლოგინგი და სიახლეების ონლაინში გამოქვეყნება იქნებოდა შესაძლებელი, მარკეტერები სხვა ხერხებს იყენებდნენ ბიზნესის პოპულარიზაციისათვის : გაზეთები, ჟურნალები და ა.შ

როდესაც IM’ერები ცდილობენ თავიანთი SEO კამპანიის მაშტაბის გაზრდას, მათ უწევთ პოსტინგი, ლინკების გაცვლა და ა.შ. შედეგად კონტენტი ხშირად ზიანდება, რაც იწვევს ტრეფიკის შემცირებას, ინტერესის ნაკლებობას მკითხველის მხრიდან და საბოლოოდ პროექტის ხარისხი ქვეითდება.

მეთოდი #4 : მიიღე ტრეფიკი,თითქოს ამაში ფულს იხდი :

მარკეტერებმა გააცნობიერეს, რომ ფული და დრო ერთნაირად ღირებულია, როდესაც ტრეფიკის მოპოვება გჭირდება. Penguin Update-მდე, როდესაც დომინირება ადვილი იყო, მოპოვებული ტრეფიკი არ იყო უფასო, ეს იყო იაფი ტრეფიკი CPC-ს ფასებთან შედარებით საძიებო სისტემებში.

მარკეტერები, რომლებიც Ranking-ის გასაუმჯობესებლად ლინკების მოპოვებითა და ფასიანი ტრეფიკით სარგებლობდნენ, ჩვეუნებრივ IM’ერებზე გაცილებით წინ არიან შემდეგი მიზეზების გამო:

1) როდესაც ფასიან ტრეფიკს იყენებ, უფრო ადვილია თქვა, თუ როგორ გარდაიქმნა საიტი საწყისი ეტაპიდან.

2) მარკეტერების მიზანი, რომლებიც ფასიან ტრეფიკს იყენებენ, არის ტრეფიკის გაწმენდა, რასაც დიდი დრო სჭირდება.

3) ფასიანი ტრეფიკის მომხარებლები იყენებენ ყოველ მონაცემს.

გაკვეთილი ნასწავლია : არასოდეს დაინტერესდე უფასო/უხარისხო ტრეფიკით!

მეთოდი #5 : გახდი შეუბრალებელი ბიზნესში!

წარმატებული/გამოცდილი მარკეტერები ყოველთვის მკაცრად ეპყრობიან საკუთარ დროს და ბიზნესის არეალის გაფართოების გზებს. ყოველთვის ეძებენ მეთოდებს, რომლებიც შემოსავლის გაზრდაში და ბიზნესის გამყარებაში დაეხმარებათ.

მარკეტერებს შეუძლიათ სხვადასხვა ხერხის გამოყენება წარმატებული ბრენდის შესაქმნელად :

1) შექმენი ძლიერი ალიანსი ბრენდის ადვოკატებთან. ასეთ ურთიერთობებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თქვენი ბიზნესისთვის.

2) შეუქმენი პუბლიკას წარმოდგენა საკუთარ ბრენდზე. ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრად ვეპყრობით ამ საკითხს. იყავი კრეატიული, მცოდნე, არ ივარაუდო, ისწრაფე სრულყოფილებისკენ!

3) შექმენი “ფენომენალური” კონტენტი. ეს ყველა ტიპის ბიზნესისთვის მუშაობს. Just Do It!

4) მოიქეცი როგორც ლიდერს შეეფერება. მოწინააღმდეგეები მაშინ შეგაფასებენ სათანადოდ, როცა თავად შეხედავ შენს ბიზნესს სერიოზულად. არ იყო დამოკიდებული Search ტრეფიკზე, ეცადე მოიპოვო ერთგული აუდიტორია.

5) კეთილი განწყობით მოეპყარი მეტოქეებს. ჭკვიანმა ხალხმა იცის, რომ კონკურენცია – ეს არის გასაღები წარმატებისაკენ!

ბრენდების ადვოკატები ან ცალკეული SEO კომპანიები ხშირად გვეკითხებიან, მივიჩნევთ თუ არა SEOMoz-ს პირდაპირ კონკურენტად. სანამ ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს ერთსა და იმავე სფეროში, ჩვენ ვაწვდით მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას.

ჩვენ ვეჯიბრებით ერთსა და იმავე სფეროში, მაგრამ ჩვენ ვეჯიბრებით საკუთარ თავებს!

სტატიის მოწოდებისთვის დიდი მადლობა Spy_ს.

სტატიის წყარო:  Why Business Owners Rank Better Than SEOers and 5 Things You Can Learn From Them

Written by Druid

01.06.2012 at 01:10

Posted in Internet Marketing, SEO

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. მადლობა ადმინს საინტერესო ინფორმაციისთვის


დატოვე კომენტარი