MIXHATSEO

White and Black Hat Seo Mix

How WPMU.org Recovered From The Penguin Update

leave a comment »

დღეს ერთერთ პოპულალურ სეო ბლოგზე ძალიან საინტერესო სტატია დაიწერა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. სტატიის ავტორია Ross Hudgens. წყარო: http://www.seomoz.org/blog/how-wpmuorg-recovered-from-the-penguin-update.

 

გასულ პარასკევს გუგლმა მოახდინა Penguin update_ის განახლება. ამ ფაქტმა ბევრ ვებმასტერს იმედი ჩაუსახა, რომ კვლავ დაიბრუნებენ წინანდელ პოზიციებს სერპში. მაგრამ მთლად ვერ გამართლდა ჩვენი ვარაუდი და დაახლოებით მთლიანი სერპის მხოლოდ 0,01% შეეხო განახლება დადებითად. სამწუხაროდ გაიზარდა დაპენალებული საიტების რიცხვი და შესაბამისად უკმაყოფილო და იმედგაცრუებულმა ვებმასტერებმაც იმატეს.

პარასკევის განახლების შემდეგ ნათელი გახდა, რომ Penguin Update ისევე როგორც Panda Update არ არის ერთჯერადი მოვლენა და კიდევ უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში. ალბათ, გამოცდილი თვალი ადვილად შენიშნავდა, რომ ნებისმიერი ცვლილება საიტზე არ ხდება მომენტალურად და ხშირად თვეობით ლოდინია საჭირო შედეგის დასანახად. მაგალითად, ახალი ლინკები ვებმასტერ თულსში 1–2 თვის შემდეგ ჩნდება. ეს ყველაფერი უფრო და უფრო ართულებს დაპენალებული საიტების “ამოწევას”.

ყველას გაუჩნდება კითხვები “მოხდება თუ არა პინგვინის განახლება კიდევ?” ან “დავიწყო თუ არა ახალ დომენზე მუშაობა და დავივიწყო დაპენალებული საიტები?”. ალბათ, არავის აქვს პასუხები ამ კითხვებზე, რადგან არავინ იცის რა “გადაურჩა” გუგლს. მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, პინგვინის განახლება უეხლოეს მომავალშია მოსალოდნელი. მე კი მხოლოდ 1 საიტი მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. WPMU.org – საიტი, რომელიც იყო დაპენალებული და გუგლმა უმოწყალოდ მოისროლა უკანა პლანზე, დღესდღეობით დაბრუნდა.

The WPMU Story

2012 წლის 24 აპრილს პინგვინის აპდეითმა დიდი დარტყმა მიაყენა WPMU.org_ს. ეს არ იყო სერპში 1–2 პოზიციით ჩამოქვეითება. საიტი საერთოდ გაუჩინარდა გუგლის ძიების შედეგებში. საიტის მფლობელისთვის, ჯეიმს ფარმერისთვის ეს იყო მოულოდნელი შოკი. ვერც წარმოიდგენდა ასეთ რამეს.

WPMU არის ვორდპრესის საინფორმაციო ბლოგი, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს პლაგინებს, დიზაინებს და სხვა საჭირო რესურსებს. საგულისხმო ფაქტია ის, რომ როდესაც WPMU_ს რესურსს ვაინსტალირებთ ვორდპრესზე, საიტის ქვედა ნაწილში(Footer)_ში ჩნდება “Powered by WordPress Mu” ლინკი.

თუმცა, ასეთი ტიპის ლინკები ყოველთვის ხარისხიანი როდია. “WordPress Mu” – იგივე “WpMu” საიტის მთავარი ქივორდია და რა თქმა უნდა ყველაზე მეტჯერ მეორდება ბექლინკებში. გუგლმა სწორედ ეს აღიქვა სპამად.

ჯეიმს ფარმერის თქმით ეს იყო ყველაზე გამაღიზიანებელი. ნებისმიერი ლინკი, რომელიც მოდის კომერციული დიზაინიდან ან პლაგინიდან, არის უნიკალური და არ შეიძლება ჩაითვალოს სპამად ან უხარისხო ლინკად.

ერთი სიტყვით, WPMU აქვს ბექლინკები ისეთი საიტებიდან, როგორებიცაა Technorati, Ars Technica, Wired, Huffington Post, SEOBook, Business Insider, Boing Boing და სხვა.  ასევე 10,700+ Facebook likes, 15,600+ Twitter followers, 2,500_ზე მეტი +1_ი და 4,250_ზე მეტ ადამიანს აქვს Feedburner_ით გამოწერილი.

საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ Farmer პირადად დაუკავშირდა Cutts_ს და სთხოვა აეხსნა, თუ რატომ დაპენალდა ისეთი ავტორიტეტული საიტი, როგორიცაა  WPMU. Cutts_მა პასუხად გაუგზავნა ლინკები, რომლებიც ნაწილობრივ მონაწილეობდნენ საიტის დაპენალებაში. მაგალითად:

ერთი სიტყვით, საიტის დაპენალების მიზეზი გახდა უხარისხო, სპამ ბექლინკები over-optimized anchor ტექსტით. ახლა უკვე იცოდა ფარმერმა საიტის დაპენალების მიზეზი. მან გამოაქვეყნა პოსტი ბლოგზე, სადაც ხალხს აუხსნა ვითარება და სთხოვა დახმარებოდნენ. პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა გამოცდილი ვებ და სეო მასტერებისგან. მეც დავტოვე კომენტარი. ფარმერი დამიკავშირდა და დავიწყეთ მომავალ ნაბიჯზე ფიქრი, თუ როგორ დაგვებრუნებინა  WPMU სერპის მოწინავე პოზიციებზე.

ჩვენ გვქონდა 2 გზა. I _ ყველა მომავალი ლინკი გაგვეხადა Nofollow ან II _ შეგვემოწმებინა ყველა შემომავალი ლინკი და სპამ საიტებიდან მომავალი ბმულები მოგვესპო. მე  Nofollow ატრიბუტის დამატებას უფრო ვემხრობოდი, მაგრამ ფარმერი მეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ მოგვეშორებინა ლინკები.

The EDUBlogs.org Removal

ყველაზე სარისკო ლინკები http://edublogs.org/_დან მოდიოდა. http://edublogs.org _ ეს არის საიტი, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლით დარეგისტრირდნენ და შექმნან ისეთივე საიტი, როგორც მაგალითად Blogspot_ზე, Typepad_ზე, ან/და Tumblr_ზე. ყველა ეს საიტი გუგლის თვალში არის უნიკალური.  http://edublogs.org არის  WPMU_ს მფლობელობაში. სწორედ ამიტომ, ყველა დარეგისტრირებული ქვედომენის Footer_ში ჩნდება  WPMU_ს  ლინკი ანჩორ ტექსტით “WordPress MU”.

1 თვის განმავლობაში ფარმერმა წაშალა ყველა ლინკი, რაც მოდიოდა სწორედ ამ ქვედომენებიდან. სანამ 1,1 განახლება მოხდებოდა, ყველა სპამ ლინკი მოშორებული ჰქონდა საიტს.

 Additional Cleanup

მას შემდეგ, რაც .EDUBlogs ლინკებისგან გასუფთავდა საიტი, ჯერი დადგა დანარჩენი “junk” ლინკებისა, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა დამოუკიდებელი ბლოგებიდან, რომლებიც იყენებდნენ  WPMU_ს თემებს.

გარდა იმისა, რომ მოშორდა  EDUBlogs.org ლინკები საიტს, ფარმერმა და  WPMU_ს ჯგუფმა რამოდენიმე ცვლილება განახორციელეს საიტზე.

  • დაპინგეს ბლოგები, რომლებზეც  ხაზგასმით იყო ლაპარაკი Matt Cutts_თან საუბარში.
  • WPMU_ზე დაიწერა პოსტები ვორდპრესის პირატული თემების გამავრცელებელი საიტების შესახებ.
  • გამოყენებულ იქნა SEOmoz campaign crawl errors_ების გასასუფთავებლად და უხარისხო, სპამ ლინკების მოსაშორებლად.
  • განახლდა Sitemap და დაემატა Webmaster Tools_ში.
  • გასუფთავდა უამრავი duplicate title tag issues.
  • გაგრძელდა ნატურალური ლინკების მოძიება და მეტი ყურადღება დაეთმო social shares_ს.

ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქმედებებისა, რაც განხორციელდა საიტზე, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რამაც წარმატება უზრუნველყო.

2012 წლის 25 მაისს მოხდა განახლება და შედეგმაც არ დააყოვნა. საიტმა დაიბრუნა ძველი პოზიციები და ტრაფიკი.

WPMU არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაპენალებული და “მიძინებული” საიტის დაბრუნებისა. თქვენც მიბაძეთ ჯეიმს ფარმერს და იბრძოლეთ, იბრძოლეთ და შედეგი აუცილებლად იქნება.

Advertisements

Written by Druid

29.05.2012 at 22:43

Posted in SEOmoz

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: