MIXHATSEO

White and Black Hat Seo Mix

What is IM (Internet Marketing) ?

with 4 comments

რა არის ინტერნეტ მარკეტინგი?

რა არის ინტერნეტ მარკეტინგი?

რა არის ინტერნეტ მარკეტინგი?
 “Web Marketing, Online Marketing, or eMarketing, is the marketing of products or services over the Internet.”
 ინტერნეტ მარკეტინგი არის სხვადასხვა (სხვისი ან საკუთარი) მომსახურების ან პროდუქტების შეთავაზება ინტერნეტის მეშვეობით. ეს არის ძალიან ინოვაციური და მსოფლიოში დანერგილი სფერო, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ არის განვითარებული. არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს და განმარტებებს მარკეტინგთან დაკავშირებით, გადავიდეთ პირდაპირ საკითხზე.
  ევროპასა და ამერიკაში ყოველ წელს ინტერნეტის მეშვეობით იყიდება ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი და მომსახურება. ამასთან, გაყიდვები ყოველ წელს უდიდესი ტემპებით მატულობს, რაც მიანიშნებს ამ სფეროს ინოვაციურობაზე და წარმატებულობაზე.

 პოტენციურ კლიენტამდე მისვლა არ არის ადვილი საკითხი, ინტერნეტ მარკეტერის ძირითადი საქმეც ესაა. ამაში გვეხმარება საიტების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის (ინგლისურად Search Engine Optimization, შემოკლებით SEO), რაზე საუბარსაც უდიდეს დროს  დავუთმობთ ჩვენს ბლოგზე.

 საიტის ოპტიმიზაცია არის საკმაოდ კომპლექსური, შრომატევადი და ხანგძლივი პროცესი, რომლის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში თითქმის სამუდამოდ მიწვდებით პოტენციური მყიდველებს სრულიად უფასოდ, შესაბამისად ეს პირდაპირ აისახება თქვენს შემოსავალზეც.

 დღეს ყველაზე წარმატებული არის ინტერნეტ რეკლამა (მაგ: adsense), საკუთარი ინფო პროდუქტების გაყიდვა და affiliate marketing ანუ სხვისი ინფო პროდუქტების გაყიდვა (მაგალითად: clickbank.com_ზე არის უდიდესი ინფო პროდუქტების ბაზა).

ინტერნეტ მარკეტინგის ბენეფიტები
  იმისთვის რომ იქონიოთ სოლიდური შემოსავალი და წარმატებული ონლაინ ბიზნესი, არაა აუცილებელი ინვესტიცია, პროდუქტის შექმნა, ოფისის/კომერციული ფართის აღება, თანამშრომლების დაქირავება, შედეგების თვეობით ლოდინი და სხვა. მუშაობთ სახლიდან გაუსვლელად მხოლოდ მაშინ როდესაც მოგესურვებათ.

ვის შეუძლია ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლა და რა არის ამისთვის საჭირო?
  ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლა შეუძლია ყველა მიზანმიმართულ ადამიანს, არ არსებობს შეზღუდვა ასაკში ან სხვა ზოგადად ხელისშემშლელ გარემოებაში. ერთადერთი სასურველია კომპიუტერის, ზოგადად ინტერნეტის და ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა.

როგორ ვთავაზობთ მომხმარებელს პროდუქტებს და მომსახურებას ?
  საძიებო სისტემების მეშვეობით, როგორებიცაა Google, Yahoo, Bing (MSN)..

 დღეს ინტერნეტში არის მილიარდზე მეტი საიტი online, საძიებო სისტემა არის შექმნილი იმისთვის რომ საიტები შინაარსის და ხარისხის მიხედვით დაასორტიროს და მიაწოდოს მომხმარებელს.

 ჩვენი მიზანია ყოველ მოთხოვნაზე (პროდუქტი, ინფორმაცია და ა.შ.) რეზულტატებში მოვახვედროთ ჩვენი საიტი, რის შემდეგაც მოხდება მოქმედება (click/purchase/signup… ) რისგანაც ჩვენ მივიღებთ გარკვეულ თანხას…

ჩვენი საიტის ოპტიმიზაციას, იმისთვის რომ კონკრეტული მოთხოვნისას საძიებო სისტემების შედეგებში მოხვდეს, ეწოდება Search Engine Optimization.

 სანამ საიტს გავაკეთებთ ან რამე პროდუქტის შექმნა/მოძიებაზე ვიზრუნებთ, უნდა ვიპოვოთ შესაბამისი niche (ნიშა – ანუ მომხმარებლები რომლებსაც აქვთ კონკრეტული მოთხოვნა.

მაგალითად: მომხმარებლები, რომლებსაც უნდათ წონის დაკლება, ნიშა იქნება: გოგონები, რომლებსაც უნდათ ზაფხულამდე წონის დაკლება).

ინტერნეტ მარკეტინგისა და სეოს მუშაობის პრინციპები აგიხსენით. მომდევნო პოსტებში უფრო დაწვრილებით ვისწავლით თითოეულ ნაბიჯს.

Advertisements

Written by Druid

16.05.2012 at 21:16

Posted in SEO

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. kargia..mainteresebs momavali postebi..da gagviziare sheni gamocdilebac 🙂

    geojournalist

    18.05.2012 at 22:22

    • მადლობა თაკო გამოხმაურებისთვის 🙂 აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად აგიხსნათ ყველაფერი 😉

      Druid

      18.05.2012 at 23:12

  2. zaan sainteresoa guram, velodebi ufro praqtikuli informaciis shemcvel postebs, chatvale ukve shen blogis mkitxveli var:)))

    mano

    18.05.2012 at 23:23

    • აუცილებლად იქნება ძალიან საინტერესო პოსტები 😉 შევეცდები ძალიან დაგაინტერესოთ 🙂

      Druid

      18.05.2012 at 23:32


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: